გრიგალმა „ირმამ“ მნიშვნელოვნად დააზარალა კარიბის ზღვის კუნძულები
კარიბის ზღვის კუნძულებს თავს დაატყდა გრიგალი „ირმა“. როგორც ნიდერლანდის სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ კუნძულ სინტ-მაარტენზე, 6 სექტემბერს გადაღებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, სტიქიის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. კუნძულის სამხრეთი ნაწილი ნიდერლანდის სამეფოს შემადგენლობაში შედის თვითმმართველი წარმონაქმნის სტატუსით. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილში, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის, ოფიციალური მონაცემებით რვა ადამიანი დაიღუპა. კუნძულის საერთო მოსახლეობა 40 ათასს აღწევს. (როიტერის ვიდეო)
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"