Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი მოზარდი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით არის დაკავებული


პავლო ჰრიბი
პავლო ჰრიბი

უკრაინელი მოზარდი, რომელიც გავრცელებული ცნობით რუსეთის სპეცსამსახურებმა შეიტყუეს ბელორუსიაში, ამჟამად რუსეთში იმყოფება და დაპატიმრებულია, როგორ ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეში ეჭვმიტანილი. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი წერილი რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალმა ევროპამ საკუთარი წყაროებით 8 სექტემბერს მოპოვა. დოკუმენტის თანახმად პავლო ჰრიბი რუსეთის სამხრეთ კრასნოდარის ოლქის საპატიმრო იზოლატორში იმყოფება და მას ბრალად ედება ტერორიზმის ხელშეწყობა, მოქალაქეთადაყოლიებისა და გადაბირების გზით, რაც 10 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. 19 წლის უკრაინელი მოზარდი აგვისტოს ბოლოს გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც ბელორუსიაში გაემგზავრა ინტერნეტით გაცნობილ ქალთან შესახვედრად. პავლო ჰრიბის მამა მიიჩნევს, რომ ეს იყო რუსეთის უშიშროების სამსახურის ხაფანგი. იჰორ ჰრიბის მტკიცებით, მისი შვილი სოციალური მედიის საშუალებით ხშირად აკრიტიკებდა რუსეთს, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევისათვის, რის გამოც რუსეთის სპეცსამსახურებმა მასზე შური იძიეს.

XS
SM
MD
LG