Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასაზღვრო სამსახური პროკურატურას მიმართავს სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე


უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური აპირებს პროკურატურას მიმართოს მიხეილ სააკაშვილისა და პირთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე, რასაც 10 სექტემბერს ჰქონდა ადგილი პოლონეთის საზღვართან, შეგინის გამშვებ პუნქტზე. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადა საზღვრის დაცვის უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ სლობოდიანმა. მისი თქმით, საუბარია დარღევის სულ მცირე სამ ეპიზოდზე. „ესაა სარეჟიმო ობიექტზე უკანონო შეჭრა, რაც პოლონეთის მხრიდან ყოველგვარი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ და ასევე სამსახურში მყოფი საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლების სხეულის დაზიანება“, - განაცხადა სლობოდიანმა. 10 სექტემბერს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან გადავიდა უკრაინის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც მისმა ასობით მომხრემ უპრობლემოდ გაარღვია სამხედროების კორდონი შეგინის გამშვებ პუნქტზე.

XS
SM
MD
LG