Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასაზღვრო სამსახური: სასაზღვრო პუნქტის დანაღმვის შესახებ ცრუ ცნობა შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა გაავრცელეს


მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე 10 სექტემბერს.
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე 10 სექტემბერს.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურში მიიჩნევენ, რომ სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ დანაღმვის შესახებ ცრუ შეტყობინება შესაძლოა სააკაშვილის მომხრეებმა განახორციელეს. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც 10 სექტემბერს მესაზღვრეებმა უკრაინის უშიშროების სამსახურისგან მიიღეს ინფორმაცია სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ შესაძლო დანაღმვის შესახებ, მათ, „როგორც ეს კრიზისული სიტუაციების ლოკალიზების გეგმითაა გათვალისწინებული, ინფორმაცია სასაზღვრო პუნქტის შესაბამის სამსახურებს მიაწოდეს და ხალხის ევაკუაცია მოახდინეს“. თუ ვივარაუდებთ, რომ ზარი სააკაშვილის რომელიმე მომხრემ და პროვოკატორმა განახორციელა, ამის შედეგად გამშვები პუნქტის ტერიტორია მომავალი შტურმისთვის გათავისუფლდა. ასე იყო თუ არა, ყველაფერს სინამდვილეში, გამოძიება დაადგენსო- დაწერა სლობოდიანმა.

XS
SM
MD
LG