Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „ისტერიას“ უწოდებს დასავლეთის რეაქციას რუსეთ-ბელორუსიის მანევრებზე


15 სექტემებერს დასავლეთის რეაქციას ისტერიული უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ. „გაჩაღებული ისტერია ხელოვნურია და მიზნად ისახავს დასავლელი გადასახადის გადამხდელებისათვის იმ წარმოუდგენელი ხარჯების დასაბუთებას,რაც ვითომცდა აგრესიული რუსეთისაგან დასაცავად იხარჯება პოლონეთსა და ბალტიისპირეთისქვეყნებში ნატოს გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სხავადასხვა აქტივობებში“, - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ სწორედ ეს იწვევს სამხედრო დაძაბულობას კონტინენტზე და „არა ყბადაღებული რუსული სამხედრო აგრესია“. 14 სექტემბერს სტარტი აიღო სტრატეგიულ სამხედრო სწავლებამ „დასავლეთი 2017“, რომელიც ერთბაშად ტარდება ბელორუსიასა და დასავლეთ რუსეთში. ორგანიზატორთა თქმით, სწავლებაში მონაწილე პირადი შემადგენლობის მთლიანი რაოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 12 700 სამხედრო მოსამსახურეს. დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირებისა და ექსპერტების ინფორმაციით, სწავლებაში სინამდვილეში შესაძლოა, მონაწილეობდეს გაცილებით მეტი, 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. „სწავლების მიზანს წარმოადგენს ჩვენი პროვოცირება და ჩვენი თავდაცვით შესაძლებლობის გამოცდა, ამიტომაც არის საჭირო, რომ ძლიერები ვიყოთო“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფალონმა 10 სექტემბერს ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“-თან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG