Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში „მატილდას“ გამო დააკავეს მოძრაობა „ქრისტიანული სახელმწიფოს“ ლიდერი


"ქრისტიანული სახელმწიფოს" ლიდერი, ალექსანდრ კალინინი
"ქრისტიანული სახელმწიფოს" ლიდერი, ალექსანდრ კალინინი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულ იქნა მოძრაობა „ქრისტიანული სახელმწიფო - წმინდა რუსეთის“ ლიდერი, ალექსანდრ კალინინი. ის ეჭვმიტანილია კინოფილმ „მატილდას“ რეჟისორის, ალექსეი უჩიტელის ადვოკატის ოფისთან ავტომანქანის დაწვასთან კავშირში. ამავე თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე მანამდე დაკავებულ იქნა სამი ადამიანი. კალინინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს საწვავით სავსე ჭურჭელი და პროკლამაციები წარწერით „მატილდასთვის“ დაიწვები“. „მატილდას“, რომელშიც მოთხრობილია მეფე ნიკოლოზ მეორესთან მოცეკვავე ქალის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი, უპირისპირდებიან რუსი რადიკალი მონარქისტები და მართლმადიდებლები. ფილმის გარშემო დაწყებული მწვავე დაპირისპირება და ძალადობის აქტები კრემლის ბევრ ოპონენტს მიაჩნია პრეზიდენტ პუტინის ბოლო წლების პოპულისტური კურსის, „ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე“ აპელირების, ერთ-ერთ შედეგად.

XS
SM
MD
LG