პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა გაეროში
21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით წარდგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მან ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციურ პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ნაწილი დაეთმო ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას. მისი თქმით, საქართველოს წვლილი შეაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის მაღალი ღირებულების პროდუქციითა და მომსახურებით ვაჭრობას და, ტრადიციულ საზღვაო მარშრუტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისათვის საჭირო დროს ევრაზიის პერიფერიის შემოვლით.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან