Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას თან ახლდა "ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები"


გაეროს ადამიანის უფლებების ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას თან ახლდა ადამიანების გაქრობა და წამება, ჟენევის კონვენციის და საერთაშორისო კანონის დარღვევები. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყირიმში არსებული ვითარება "მნიშვნელოვნად გაუარესდა რუსეთის ოკუპაციის პირობებში" - აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებების უწყება 25 სექტემბერს გავრცელებულ ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, "აღწერილ იქნა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, როგორებიცაა განურჩეველი დაპატიმრება და დაკავება, ადამიანთა გაქრობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის სულ მცირე ერთი შემთხვევა". ანგარიშში აგრეთვე საუბარია ჟენევის კონვენციის და სხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კანონების დარღვევაზე, როცა ყირიმში უკრაინული კანონმდებლობა რუსულმა ჩაანაცვლა, მათ შორის ათი ათასობით მოსახლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემის გზით. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მოქალაქეობის თავსმოხვევას "განსაკუთრებით მძიმე შედეგი ჰქონდა" იმ მოსახლეებისთვის, რომლებმაც "ოფიციალურად უარყვეს მოქალაქეობა, საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ან უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაეთმოთ და ან სამსახური უნდა დაეკარგათ და ყირიმის იმ მოსახლეებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ რუსეთის მოქალაქეობისთვის დაწესებულ კრიტერიუმს და "უცხოელებად გადაიქცნენ". ანგარიშის თანახმად, ასობით პატიმარი და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი "რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს" - რაც წარმოადგენს პრაქტიკას, რომელსაც "მკაცრად კრძალავს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა".

XS
SM
MD
LG