Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი და პუტინი ანკარაში ისაუბრებენ სირიასა და ერაყში შექმნილ ვითარებაზე


თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 2017 წლის 3 მაისს სოჭში შეხვედრის შემდეგ
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 2017 წლის 3 მაისს სოჭში შეხვედრის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი, 28 სექტემბერს ანკარაში იმსჯელებენ, უწინარეს ყოვლისა, სირიასა და ერაყში შექმნილ ვითარებაზე. თურქეთის დედაქალაქში პუტინის ვიზიტი სამ დღეში მოჰყვა ერდოანთან მის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც შეეხნენ ერაყში ქურთების ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებულ სადავო რეფერენდუმს. ერდოანის ადმინისტრაციის ცნობით, ანკარაში შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის არის თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობის საკითხებიც. სირიის ომში მოსკოვი და ანკარა ემხრობიან ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს. მაშინ, როცა რუსეთი და ირანი ეხმარებიან პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, თურქეთი, ისევე როგორც აშშ, მხარს უჭერს ასადის წინააღმდეგ მებრძოლ მეამბოხეებს. მაგრამ რუსეთი, თურქეთი და ირანი ამ თვეში შეთანხმდნენ, რომ შექმნიან „დეესკალაციის ზონას“ იდლიბში - ჩრდილოეთ სირიის რეგიონში, რომელსაც ოპოზიციის ძალები აკონტროლებენ. ივლისიდან მოყოლებული, სირიის სხვადასხვა რეგიონში შექმნილია დეესკალაციის კიდევ სამი ზონა.

XS
SM
MD
LG