Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტების ცნობით, აზერბაიჯანში პოლიციამ ათობით ჰომოსექსუალი დააკავა


ორგანიზაცია "ნეფეს ლგბტ აზერბაიჯანის" პრეზიდენტი, ჯავიდ ნაბიევი
ორგანიზაცია "ნეფეს ლგბტ აზერბაიჯანის" პრეზიდენტი, ჯავიდ ნაბიევი

უფლებადამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები იუწყებიან, რომ აზერბაიჯანში ბოლო კვირებში ათობით ჰომოსექსუალი იქნა დაკავებული. მათ 28 სექტემბერს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მოითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას. ორგანიზაცია „ნეფეს ლგბტ აზერბაიჯანის ალიანსის“ პრეზიდენტი, ჯავიდ ნაბიევი ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ პოლიციამ გეები დააკავა 30-მდე დღის ვადით და აიძულა მათ, ეთქვათ ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ნაცნობების სახელები და მისამართები. ნაბიევის ცნობით, ზოგი მემარჯვენე პოლიტიკური ლიდერი მოითხოვს ჰომოსექსუალთა და ტრანსგენდერთან საწინააღმდეგო ზომებს, მათ უწოდებს „ამორალურობისა და სახიფათო დაავადებების წყაროს“ და „ღვთის მიერ დაწყევლილებს“. ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, ბაქოში, სულ ცოტა, 50 გეი და ტრანსსექსუალი იქნა დაკავებული ბინებში, მეტროს სადგურებზე, ლგბტ კლუბებში და ბარებში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული რეიდების შედეგად. შვედეთის ორგანიზაცია „სამოქალაქო უფლებების დამცველები“ ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რიცვხი შესაძლოა ასობით ადამიანი იყოს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ პოლიცია ახდენს „სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას". მისი განმარტებით, დაპატიმრების ტალღა უკავშირდება პროსტიტუციის საწინააღმდეგო ზომებს.

XS
SM
MD
LG