Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 10 ჯარისკაცი შეიწირა შეცდომით განხორციელებულმა საჰაერო დარტყმამ


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, უშიშროების ძალების 10 წევრის სიცოცხლე შეიწირა ავღანეთის საჰაერო ძალების შეცდომამ - იერიშმა ავღანეთისვე ძალების პოზიციაზე სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. დაიჭრა, სულ ცოტა, ცხრა ოფიცერი. დაწყებულია გამოძიება. ივლისში აშშ-ის საჰაერო დარტყმისას ასევე შეცდომით მოკლეს 16 ავღანელი პოლიციელი. ორივე ინციდენტი მოხდა ჰელმანდის პროვინციის გერეშკის რაიონში, სადაც ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება ინტენსიური ბრძოლები ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბ მეამბოხეებს შორის. აშშ-ის მონაცემებით, რომლებიც წელს გამოქვეყნდა, თალიბანი აკონტროლებს, ან ცდილობს კონტროლი დაამყაროს ავღანეთის ტერიტორის, დაახლოებით, 40%-ზე და უშიშროების ძალებს უწევთ ბრძოლა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირეებთანაც.

XS
SM
MD
LG