Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ რუსეთისაგან მიიღო მიგ-29 ტიპის პირველი საბრძოლო თვითმრინავები


სერბიამ რუსეთისაგან მიიღო მიგ-29 ტიპის ორი სტრატეგიული გამანადგურებელი, რაც არის პირველი ეტაპი რუსეთიდან სულ ექვსი ასეთი თვითმფრინავის იმპორტის პროცესში. შიშობენ, რომ სერბია-რუსეთის ეს შეთანხმება ბალკანეთში გაზრდის დაძაბულობას დასავლეთსა და რუსეთს შორის. სტრატეგიული გამანადგურებლების შემადგენელი ნაწილები „ანტონოვ ან-124“ ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაიტანეს ბელგრადის გარეუბანში მდებარე სამხედრო აეროპორტში. მოსკოვი უფასოდ აძლევს ბელგრადს „მიგებს“, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 235 მილიონი დალარი დაჯდება მათი აწყობა, შეკეთება და მოდერნიზაცია. სერბია 20 ოქტომბრამდე მოელის დანარჩენი ოთხი სამხედრო თვითმფრინავის მიღებას. სერბიის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა წელს მარტში - მაშინ პრემიერ-მინისტრის რანგში - დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი სერბიას „საჩუქრად“ გადასცემს მიგ-29 ტიპის ექვს სტრატეგიულ გამანადგურებელს. ვუჩიჩმა თქვა ასევე, რომ სამხედრო თვითმფრინავები ექსპლუატაციაში შევა 2017 წლის ბოლოდან, მოდერნიზაციის გავლისა და პილოტების გაწვრთნის შემდეგ.

XS
SM
MD
LG