Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რეფორმატორ ლიდერებს პატიმრობა მიესაჯათ


ირანში სასამართლომ შვიდ რეფორმატორ პოლიტიკოსს, მათ შორის ყოფილი რეფორმატორი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის ძმას, თითო-თითო წლით მიუსაჯა პატიმრობა და ორ-ორი წლით აუკრძალა აქტიურობა პოლიტიკასა და მედიაში. ამ ცნობას ადვოკატი ავრცელებს. შვიდი პოლიტიკოსი სათავეში ედგა მსხვილ რეფორმატორულ პარტიას - ისლამური ირანის მონაწილეობის ფრონტს - რომელიც 2010 წელს აკრძალეს. მაშინ სახელმწიფოს მხრიდან ოპოზიციაზე ზეწოლა მოჰყვა მასობრივ გამოსვლებს, რომლითაც აპროტესტებდნენ კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს. იმ არჩევნებით მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მეორე ვადით მოიპოვა პრეზიდენტობა. ადვოკატმა ჰოჯატ კერმანიმ, რომელიც რეფორმატორებიდან ხუთის ინტერესებს იცავს, მედიას უთხრა, რომ ისინი დამნაშავედ სცნეს "რეჟიმის საწინააღმდეგო პროპაგანდის" წარმოებაში.

XS
SM
MD
LG