ჰერმან ფონ ჰებელი - „სამართალი უნდა დადგეს მსხვერპლისთვის“
2018 წლის დასაწყისში თბილისში გაიხსნება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ადგილობრივი ოფისი. ამის შესახებ განაცხადა სასამართლოს რეგისტრატორმა ჰერმან ფონ ჰებელმა, რომელიც პროკურორის ოფისისა და მსხვერპლის „ნდობის ფონდის“ წარმომადგენლებთან ერთად თბილისში იმყოფება. უკვე მეორე წელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი იძიებს 2008 წლის ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. როგორც სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, გამოძიების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. პროკურორის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, კონფიდენციურობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესი ფართო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია. შეუძლებელია იმის განსაზღვრა - რა დრო დასჭირდება პროკურორის ოფისს საკმარისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, კონკრეტული პირებისთვის ბრალის წარსადგენად და დაპატიმრების ორდერის გასაცემად. მას შემდეგ, რაც პროკურორის ოფისი სასამართლოს გადასცემს საქმეს, მეტი ინფორმაცია გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ICC-ს წარმომადგენლები მხოლოდ სასამართლოს მანდატისა და პროცედურების განმარტებით შემოიფარგლებიან. 3 ოქტომბერს რადიო თავისუფლება ჰერმან ფონ ჰებელს, ICC-ს რეგისტრატორს ესაუბრა.
ეპიზოდები
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე
-
მარტი 12, 2026ნათია ფანჯიკიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 03, 2026ვაჟა გაფრინდაშვილი - 8 ფოტო არქივიდან