Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ევროპას ავღანელი ლტოლვილების მიმართ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს


ევროპიდან დეპორტირებული ავღანელები ქაბულში ჩავიდნენ
ევროპიდან დეპორტირებული ავღანელები ქაბულში ჩავიდნენ

ამნესტი ინტერნეშენელმა განაცხადა, რომ ათასობით ავღანელს შეექმნა საფრთხე ევროპის ქვეყნების მთავრობების მეოხებით, მათი ავღანეთში რეპატრიაციის გამო. სამშობლოში მათ ემუქრებათ სასტიკი მოპყრობა, წამების, გატაცების ჩათვლით, და სიკვდილიც. ავღანეთში დაბრუნებული, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ხუთ ოქტომბერს, ამნესტი ევროპელ ლიდერებს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევაში, როცა მათი მზარდი რიცხვი დააბრუნეს სამშობლოში. ანგარიშში გამოყოფილია ავღანელთა შესახებ შემაძრწუნებელი შემთხვევები, როცა ისინი ძალით იქნენ რეპატრირებული ნორვეგიიდან, ნიდერლანდიდან, შვედეთიდან და გერმანიიდან. ზოგიერთი ძალით რეპატრირებული მოკლეს, ან დაიჭრა თავდასხმისას, ან კიდევ მუდმივი შიშით ცხოვრობს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის, ან რელიგიის გამო. რეპატრირებულთა შორის არიან ბავშვები უფროსების გარეშე, ასევე ყმაწვილები, რომლებიც ბავშვები იყვნენ, როცა დასავლეთში ჩავიდნენ. ლონდონში დაფუძნებული უფლება დამცავი ჯგუფის მიერ გამოკითხულთა ნაწილი მიუხედავად სახიფათო ვითარებისა, ავღანეთის იმ არეალებში ჩაიყვანეს, რომლებსაც ისინი არ იცნობენ.

XS
SM
MD
LG