Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის რეზოლუცია: რუსეთი ყირიმში ადამიანის უფლებებს არღვევს


ევროპის პარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების დარღვევა. შესაბამისი რეზოლუცია ხუთ ოქტომბერს გამოქვეყნდა. ევროპის პარლამენტი, კერძოდ, მკაცრად აკრიტიკებს განაჩენებს, რომლებიც გამოტანილია ყირიმელი თათრების ლიდერების, ილმი უმეროვის და ქაჰმეთ ყიიგოზუს, ასევე ჟურნალისტ ნიკოლაი სემენას და კინორეჟისორ ოლეგ სენცოვის მიმართ. ევროპარლამენტი მოითხოვს განაჩენების გაუქმებას და ბრალდებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. სემენა რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობდა. ის სეპარატიზმში დაადანაშაულეს და ორნახევარ წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და შემდგომი ჟურნალისტური საქმანობა აუკრძალეს. რეზოლუციაში ასევე წერია, რომ ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ, დაუყოვნებლივ, პრიორიტეტის სახით, უნდა განიხილოს ყირიმიდან შესული საჩივრები. ევროპის პარლამენტი მოითხოვს ევროკავშირის მხრიდან ინვესტიციების აკრძალვას ყირიმში , ასევე საქონელბრუნვის შეწყვეტას ნახევარკუნძულსა და ევროკავშირს შორს.

XS
SM
MD
LG