სად არიან „უხილავი ბავშვები“?
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია საქართველოში. მათ შორის კი განსაკუთრებით მძიმეა მათი მდგომარეობა, ვისაც გაეროს ბავშვთა ფონდმა „უხილავი ბავშვები“ უწოდა. ფონდის თანახმად, დაახლოებით 34 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი რეგისტრაციის გარეშეა დარჩენილი და შესაბამისად, სათანადო დახმარებასა და მომსახურებას ვერ იღებს. „უხილავი ბავშვების“ საზოგადოებისგან მოწყვეტის მიზეზების ჩამონათვალში პირველ ადგილზე მათ მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულებაა. სტიგმის დაძლევა მშობელთა ერთ ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს და ბავშვების საზოგადოებაში გამოჩენას ერიდება. თუმცა სულ უფრო იზრდება მათი რიცხვიც, ვინც ბავშვთა უფლებების დასაცავად, თანასწორი გარემოსთვის იბრძვის.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე