Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: ირანი არ მოქმედებს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების „სულისკვეთებით“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი არ მოქმედებს ბირთვული პროგრამის შესახებ ექვს ქვეყანასთან დადებული შეთანხმების „სულისკვეთებით“. ამ განცხადებამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, აპირებდეს 2015 წელს მიღწეული შეთანხმებისათვის სტატუსის გაუქმებას. ტრამპმა ირანის საკითხზე ისაუბრა 5 ოქტომბერს თეთრ სახლში სამხედრო ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას. 10 დღეში ამოიწურება ვადა, როცა ტრამპმა უნდა დაადასტუროს, რომ თეირანი ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. არ უნდა დავუშვათ, რომ ირანმა ხელში ჩაიგდოს ბირთვული იარაღიო, განაცხადა ტრამპმა. მანვე თქვა, რომ ირანის რეჟიმი მხარს უჭერს ტერორიზმს და "ახდენს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის, სისხლისღვრის, ქაოსის ექსპორტს". თუ ტრამპი, როგორც მედიის ზოგ ცნობაშია ნათქვამი, მართლაც გააუქმებს ირანთან საერთაშორისო შეთანხმების სტატუსს, კონგრესს მიეცემა 60 დღე იმის გადასაწყვეტად, აღადგინოს თუ არა თეირანის საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით გაუქმდა. ტრამპს ბევრჯერ აქვს გაკრიტიკებული მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას ხელმოწერილი ეს შეთანხმება.

XS
SM
MD
LG