Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში ძლიერი ხანძარია


კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებდა 2017 წლის ივლისშიც
კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებდა 2017 წლის ივლისშიც

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ამერიკის კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, ძლიერი ხანძრის შედეგად. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ხანძარმა გაანადგურა 1500-მდე შენობა. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი სანტა-როზა, სადაც რამდენიმე უბანში დაიწვა კერძო საცხოვრებელი სახლები. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 20 ათასამდე ადამიანი. კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ნაპის, სონომის და კიდევ რამდენიმე ოლქში. კალიფორნიის ჩრდილოეთში ხანძრის რამდენიმე კერა 8 ოქტომბერს, საღამოს გაჩნდა და საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი აფერხებს.

XS
SM
MD
LG