სტუმრად ჩვენს ეთერში: ქეთევან ვაშაკიძე
11 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან ვაშაკიძე, "ევროპის ფონდის" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა ფონდის შეკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების" მიერ ჩატარებულ გამოკვლევაზე - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში, 2009 – 2017 წლები“. დოკუმენტი მომზადდა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida), საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით. "ევროპის ფონდი" ყოველ ორ წელიწადში, უკვე მეხუთედ აქვეყნებს მსგავს ანგარიშს. კვლევების შედეგების შედარების საფუძველზე, ანგარიშში შეფასებულია, თუ როგორ იცვლებოდა მოსახლეობის შეფასებები, მოლოდინები და იმედები ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი დემოკრატიასთან ასოცირდება. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში და რომ ესაა დემოკრატიული გაერთიანება, რომელიც მის არაწევრ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ქეთევან ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ 2009 წელთან შედარებით დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მეტი იციან ევროკავშირზე.
ეპიზოდები
-
იანვარი 22, 2026ერთი სიცოცხლე - ერთი ტყვია: რას ჰყვებიან ირანელები
-
იანვარი 14, 2026პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
-
იანვარი 07, 2026სახლიდან გამოძევებული - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან
-
იანვარი 02, 2026ნათელა გრიგალაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
დეკემბერი 26, 2025ზეიმი და პროტესტი „სიკეთით სავსე ქალაქში“
-
დეკემბერი 09, 2025კრწანისის ჭალის ტყის ცუდი სიზმარი