სად გავექცეთ მოძალადეს
ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის სამიზნე ძირითადად ქალები არიან. სხვადასხვა გამოკვლევის თანახმად, ყოველი მე-11 ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ხოლო ყოველი მესამე ქალი ოდესღაც გამხდარა სხვადასხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. ყველა ქალს აქვს შესაძლებლობა შვილებთან ერთად განერიდოს მოძალადე მეუღლეს, სახელმწიფოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების თავშესაფრებში მიიღოს სხვადასხვა სახის სერვისი და მშვიდ გარემოში გადაწყვიტოს როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ყოველდღიური საჭიროებებით უზრუნველყოფის გარდა, აქ ქალებს ეხმარებიან იმაშიც, რომ შეისწავლონ ახალი ხელობა და სამომავლოდ დასაქმდნენ კიდეც. სად და როგორ უნდა გავექცეთ მოძალადეს? - რადიო თავისუფლების ამ სიუჟეტში რამდენიმე ასეთი შესაძლებლობაა განხილული.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან