Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


15 ოქტომბერს ყირგიზეთში დაიწყო პრეზიდენტის არჩევნები, რომლის დროსაც მოელიან, რომ ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში პირველად მოხდება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პროცესს თან ახლდა ბინძური მეთოდებით ბრძოლა, კანდიდატების დაშინება, დაპატიმრება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, არჩევნები გაამყარებს ყირგიზეთის, როგორც დემოკრატიის ოაზისის იმიჯს ავტორიტარული რეჟიმებით მოფენილ რეგიონში. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობს 11 კანდიდატი, მათგან სამი - ომურბეკ ბაბანოვი, თემირ სარიევი და სოორონბაი ჯენბეკოვი - ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრები იყვნენ ყირგიზეთის მოქმედი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მმართველობის პერიოდში. თავის არჩევანი უკვე გააკეთა პრეზიდენტმა ატამბაევმა, რომელმაც საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალაუფლების წყარო ყირგიზეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ხალხია, რომელმაც რევოლუციის გზით ბოლო 12 წლის განმავლობაში ორი დიქტატორული რეჟიმი მოიშორა.

XS
SM
MD
LG