Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კონსერვატიული პარტია ლიდერობს საპარლამენტო არჩევნებში


ეგზიტპოლების თანახმად, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩენებში ლიდერობს ავსტრიის კონსერვატიული პარტია, რომელსაც 31 წლის საგარეო საქმეთა მინისტრი, სებასტიან კურცი უდგას სათავეში. სახალხო პარტიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 30.5%-მა. მისი სავარაუდო პარტნიორი, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“, გამოკითხვის შედეგად მესამე ადგილზეა 25,9%-ით. ორივე პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას ამახვილებდა იმიგრაციისა და ისლამის საფრთხეზე. ეგზიტპოლების თანახმად ხმათა 27.1 %-ით მეორე ადგილზე გადის მემარცხენე-ცენტრისტული, სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეგზიტპოლის შეგდების გამოცხადების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა უკვე მიულოცა გამარჯვება სებასტიან კურცს, რომელიც შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ყველაზე ახლგაზრდა პრემიერ-მინისტრი.

XS
SM
MD
LG