Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა მომიტინგეებს შენობის შესასვლელის გათავისუფლებისაკენ მოუწოდა


უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადის სპიკერმა, ანდრეი პარუბიიმ მომიტინგეებს მოუწოდა გაათავისუფლონ შენობის შესასვლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება მალტის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრას და ასევე კენჭისყრის გამართვას დეპუტატის ხელშეუხებლობისა და სამედიცინო რეფორმის შესახებ. უკრაინის პარლამენტის შენობა ბლოკირებული აქვს „საერთო უკრაინული შეკრების“ მონაწილეებს, რომლებიც ვერხოვნა რადისაგან მოითხოვენ, რათა სასწრაფოდ მიიღონ კანონები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნის, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებისაა და ახალი საარჩევნო კანონის მიღების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 300 კაცს აღწევს.

XS
SM
MD
LG