Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა პარლამენტარებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნეს კანონპროექტი იმუნიტეტის შესახებ


საპროტესტო აქციების მონაწილეებმა, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდებენ გაატაროს ანტიკორუფციული რეფორმები ან გადადგეს, 19 ოქტომბერს მცირე მასშტაბის გამარჯვება მოიპოვეს - პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად გაუგზავნა კანონპროექტი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. ამ ამბავს სიხარულით შეხვდა ათასობით დემონსტრანტი, რომელიც ოპოზიციური პარტიების აქციებში მონაწილეობს. მათ პარლამენტის შენობის წინ კარვები აქვთ გაშლილი. რეფორმატორმა დეპუტატმა და პოროშენკოს კრიტიკოსმა, მუსტაფა ნაიემმა ამას ოპოზიციის "მცირე გამარჯვება" უწოდა. აქციები 17 ოქტომბრიდან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოპოზიციონერი აქტივისტები გამოდიან მოწოდებით მოიხსნას საპარლამენტო იმუნიტეტი, შეიცვალოს უკრაინის საარჩევნო სისტემა, შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო და კანონმდებლობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG