სროლა არჩევნების წინ
მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ ისევ რჩება სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი. კიდევ ორი დაზარალებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ინციდენტი 19 ოქტომბრის ღამით მოხდა - უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით დაუდგენელია დანაშაულის მოტივი. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი „ქართულ ოცნების“ რიგებში არსებულ შიდა დაპირისპირებას და, კერძოდ, მერობის ერთი კანდიდატის მეორეთი ჩანაცვლების ფაქტს უკავშირდება, თუმცა თავად „ქართული ოცნება“ ასეთ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან