Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

დღეს საქართველოში ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სულ 2 058 წევრს და 64 თვითმმართველი ქალაქის და თვითმმართველი თემის მერებს. არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 მეთვალყურე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG