Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: "ქართული ოცნება" თბილისში დიდი უპირატესობით ლიდერობს


პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი

პარტია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, თბილისში დიდი უპირატესობით ლიდერობენ „ქართული ოცნება“ და მისი მერობის კანდიდატი, კახა კალაძე. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, „ეს არის თბილისის, თბილისელების, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება.“ ჩვენ ველოდებით ცესკოს მიერ ხმების საბოლოოდ დათვლას, რომელიც დარწმუნებლი ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა და წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები აქვს. პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს.

XS
SM
MD
LG