Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაჭრილი ჟურნალისტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა


ტატიანა ფელგენგაუერი
ტატიანა ფელგენგაუერი

რადიოსადგურის, „ეხო მოსკვის“ წამყვანის, ტატიანა ფელგენგაუერის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ამის შესახებ მოსკოვში, ჟურნალისტებს აცნობა სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა, სერგეი პეტრიკოვმა. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ტატიანა ფელგენგაუერი ხელოვნური კომის მდგომარეობაშია. პეტრიკოვის განცხადებით, ჟურნალისტი გონზეა და დაზიანებული არ აქვს ხმის იოგები. ტატიანა ფელგენგაუერზე თავდასხმა 23 ოქტომბერს მოხდა „ეხო მოსკვის“ რედაქციაში. რადიოსადგურის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, თავდამსხმელმა შენობის დაცვის თანამშრომელს სახეში თხევადი გაზი შეასხურა, რედაქციამდე მისვლა შეძლო და ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელში დაჭრა. თავდამსხმელი დაცვის წევრებმა დააკავეს და პოლიციას გადასცეს. 23 ოქტომბერს საღამოს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟურნალისტს თავს დაესხა 48 წლის ბორის გრიცი, რომელსაც რუსეთის და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. მან საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვისას განაცხადა, რომ ტატიანა ფელგენგაუერთან 2012 წლიდან ჰქონდა ტელეპატიური კონტაქტი. ბორის გრიცს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.

XS
SM
MD
LG