ისტორიული სადარბაზოების ახალი სიცოცხლე
შარშან თბილისის განვითარების ფონდმა დაიწყო მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-განახლების პროგრამა. დასრულდა სამი სადარბაზოს რეაბილიტაცია, ამ დღეებში კი გამოცხადდება ტენდერი კიდევ სამი სადარბაზოს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. თბილისურ არქიტექტურაში მდიდრულად მორთული სადარბაზოების ისტორია სათავეს იღებს მე-19 საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, ცხოვრების ბურჟუაზიული სტილის დამკვიდრების პარალელურად. ერთ დროს პომპეზური სადარბაზოების ნაწილი გამქრალია, ნაწილი კი ახალ სიცოცხლეს იწყებს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"