Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიიდან 14 ავღანელი გააძევეს


გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მაძიებელი 14 ავღანელი გააძევა მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ბერლინის ამ ნაბიჯს მოჰყვა. 150-მდე დემონსტრანტმა მოიყარა თავი 24 ოქტომბერს ლაიფციგის აეროპორტში, საიდანაც სპეციალურად ამ მიზნისათვის დაქირავებულმა ჩეხეთის ავიახაზების კუთვნილმა თვითმფრინავმა 14 ავღანელი უკან ავღანეთში დააბრუნა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაძევებულ ავღანელთაგან 11-ი ნასამართლევი იყო მკვლელობის, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობისა და ყაჩაღობისათვის. დანარჩენმა სამმა უარი თქვა საიმიგრაციო სამსახურებთან მუშაობაზე მათი იდენტობის დადგენისათვის. გერმანიამ თავშესაფარი მისცა სირიიდან დევნილი ადამიანების უმრავლესობას. თუმცა, ბერლინი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია დევნილთა უსაფრთხო დაბრუნება ქაბულსა და ავღანეთის სხვა რეგიონებში. თუმცა, ბერლინის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს მწვანეთა პარტიის წევრი პარლამენტარი კლაუდია როთი, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეაჩეროს დეპორტაცია ავღანეთში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ექსტრემისტების მიერ მოწყობილი მომხდარი თავდასხმების შედეგად 240 კაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG