Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატალონიის ლიდერმა უარი თქვა პარლამენტის დაითხოვასა და ვადამდელ არჩევნებზე


კარლეს პუჩდემონი
კარლეს პუჩდემონი

კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ არ დაითხოვს ავტონომიის პარლამენტს და არ ჩაატარებს ვადამდელ რეგიონულ არჩევნებს. მისი თქმით, ადრე, ასეთ შესაძლებლობებს განიხილავდა, მაგრამ ესპანეთის ხელისუფლებმა არ მისცემს საკმარისი გარანტიები. ხუთშაბათს გაზეთი ვანგუარდია იტყობინებოდა, რომ პუჩდემონი ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ 20 დეკემბერს გააკეთებდა განცხადებას. მედიის თანახმად, მადრიდში მზად იყვნენ უარი ეთქვათ პროვინციის პირდაპირ მართვისთვის იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში პარლამენტს დაითხოვდნენ. ესპანეთის სენატის კომისია კატალონიაში პირდაპირი მმართველობის შემოღების შესახებ პარასკევს გამართავს სხდომას. კატალონიის ლიდერები თვლიან, რომ პირველი ოქტომბრის რეფერენდუმმა რეგიონს მიანიჭა დამოუკიდებლობის მანდატი. მანამდერ კარლეს პუჩდემონმა გადადო დამოუკიდებლობის გამოცხადება და მადრიდს დიალოგი შესთავაზა. ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს, უარი თქვა მოლაპარაკებაზე. თუმცა, პუჩდემონი სენატში გამოსასვლელად მიწვეულ იქნა.

XS
SM
MD
LG