Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა კავშირი: პრეზიდენტ კენედიზე თავდასხმის უკან აშშ-ის მემარჯვენე ძალები იყვნენ


U.S. -- The United States National Archives building is shown in Washington, October 26, 2017
U.S. -- The United States National Archives building is shown in Washington, October 26, 2017

ახლა გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, საბჭოთა უშიშროების სამსახური, „კა-გე-ბე“, ეჭვობდა, რომკენედის მკვლელობის უკან არა მხოლოდ აშშ-ის მემარჯვენე ფრთის ძალები, არამედ თვით მისი ვიცე პრეზიდენტიც შეიძლებოდა მდგარიყო. ამავე დროს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო, აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედიზე 1963 წელს თავდასხმის საქმეში საბჭოთა კავშირის შესაძლო მონაწილეობას იკვლევდა. დოკუმენტის თანახმად, „კა-გე-ბე“ ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია კენედის მკვლელობასთან ლინდონ ჯონსონის კავშირის შესახებ. ჯონსონი პრეზიდენტი გახდა კენედის სიკვდილის შედეგად. წერილი, რომელიც 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა, 1966 წლით თარიღდება და მისმა ავტორმა, FBI-ისდირექტორმა, ჯეი ედგარ ჰუვერმა, ის მისწერა პრეზიდენტის ასისტენტს.„კა-გე-ბეს“ მტკიცება გამომდინარეობსნიუ იორკში „კა-გე-ბეს“ რეზიდენტის მიმართ მოსკოვის მითითებიდან, რომ „განევითარებინათ ინფორმაცია ჯონსონის“ შესახებ. ამის თაობაზე წერს წერილში ჰუვერი და მოჰყავს „ეფ-ბი-აის“ წყაროს ნათქვამი, რომ მან „წარადგინა სანდო ინფორმაცია წარსულში“. ჯონსონი დიდხანს იყო შეთქმულების თეორიების ნაწილი, მაგრამ სანდო ინფორმაცია არ მოიპოვებოდა კენედიზე თავდასხმასთან მისი კავშირისა არ მოიპოვებოდა. დოკუმენტებიდან ჩანდა, რომ „ეფ-ბი-აის“ხელმძღვანელს უშუალოდ თავდასხმის შემდეგ საბჭოთა კავშირზე ჰქონდა ეჭვი.მათ თანახმად, თავდასხმის მონაწილე ლი ჰარვი ოსვალდს „კა-გე-ბესთან“ ჰქონდა კონტაქტი საბჭოთა კავშირის საელჩოში, მექსიკაში. მაგრამ მოსკოვს სჯეროდა, რომ ოსვალდი იყო ნევროტული მანიაკი, რომლის მიზანი იყო ხელი შეეწყო მემარჯვენე ფრთის შეთქმულების თეორიისთვის აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესების მიზნით. ამას ადასტურებს ახლახან გამოქვეყნებული აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, რომელიც თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ იქნა შედგენილი. სადაზვერვო სამსახურის კიდევ ერთი ანგარიშის თანახმად, მოგვიანებით, 1964 წლის მაისში, საბჭოთა ნიკიტა ხრუშჩოვი კაიროში, ეგვიპტეში, შეხვდა ვაშინგტონის გავლენიანი გაზეთის წარმომადგენელს დრიუ პირსონს და უთხრა მას, რომ მისი აზრით, თავდასხმის უკან იყო მემარჯვენე ძალების შეთქმულება.

XS
SM
MD
LG