აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა ერქმევა პრემიას და დანამატს?
საჯარო მოხელეებისთვის პრემიისა და დანამატის გაცემის წესი კანონით არ არის განსაზღვრული. ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პარლამენტი ახლა განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება პრემიისა და დანამატის სახელი. პრემიის ნაცვლად დაწესდება ჯილდო, ხოლო დანამატი ზღვრულ ფარგლებში მოექცევა. საჯარო მოხელეს შეეძლება მიიღოს ჯილდო, რომელიც წლიური ანაზღაურების 10 %-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დანამატი წლიური ანაზღაურების 20 %-ს არ უნდა ასცდეს. რას ფიქრობს ხალხი - აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა ერქმევა პრემიას და დანამატს?
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე