ესტონეთი საქართველოს მხარდასაჭერად
„ბოროტების ხაზი“ - ასე უწოდა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საოკუპაციო ხაზს 2 ნოემბერს, როცა ის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ოკუპაცია განსაკუთრებით ართულებს მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ესტონეთის - პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში (31 ოქტომბერი - 2 ნოემბერი) იმყოფებოდა. შეხვედრები გაიმართა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან და საგანგებოდ გაესვა ხაზი ესტონეთისა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ანალიტიკოსები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის წინ.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"