ზაპოროჟიელები ემშვიდობებიან ქართველ მოხალისეს
ზაპოროჟიეში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ქართველი მოხალისე გიორგი სარალიძეს, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელით გიურზა-2. სარალიძე, რომელიც 57-ე ბრიგადაში მსახურობდა, 31 ოქტომბერს დაიღუპა, როცა სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს საყრდენ პუნქტ ოპიტნის, დონეცკის ოლქში. გიორგი სარალიძე საქართველოს არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იყო, იგი მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დონბასში ომის დაწყების შემდეგ გიურზა-2 უკრაინაში ჩავიდა და მოხალისედ ჩაეწერა „აზოვის“ ბატალიონში. 2015 წელს ის მძიმედ დაიჭრა. შემდეგ მსახურობდა სადაზვერვო შენაერთის მეთაურად 92-ე და 57-ე ბრიგადებში. გიორგი სარალიძე დაკრძალეს ზაპოროჟიეს წმიდა ნიკოლოზის სახელობის სასაფლაოზე. (რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ვიდეო)
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ძალადობაზე სპორტში და ქალი ფეხბურთელების ბრძოლაზე - ადვოკატი ანა თავხელიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები