Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის


ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერი, აბდულა ოჯალანი, 1999 წლის 15 თებერვალს კენიაში დაკავების შემდეგ
ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერი, აბდულა ოჯალანი, 1999 წლის 15 თებერვალს კენიაში დაკავების შემდეგ

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და ქურთ დემონსტრანტებს შორის. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც აქციაზე გაშალეს ორგანიზაცია ქურთისტანის მუშათა პარტიის (პეკაკას) დაპატიმრებული ლიდერის, აბდულა ოჯალანის სურათიანი ბანერები. ევროკავშირი, ისევე როგორც თურქეთი, პეკაკას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, რის გამოც აკრძალულია მისი სიმბოლოების გამოყენება. დიუსელდორფში პოლიცია ქურთების მსვლელობის შესაჩერებლად ამოქმედდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა უგულებელჰყვეს მოწოდება, მოეშორებინათ ბანერები. დაკავებულ იქნა ხუთი ადამიანი. ქურთების აქციებმა, რომლებიც გერმანიაში ბოლოხანს მოეწყო, უკმაყოფილება გამოიწვია ანკარაში. სექტემბერში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გერმანიის ელჩი მას შემდეგ, რაც ქურთების ფესტივალზე გერმანიის ქალაქ კიოლნში გამოვიდნენ ლოზუნგით: „თავისუფლება ოჯალანს - ერთი სტატუსი ქურთისტანისათვის“.

XS
SM
MD
LG