მილიონობით „სამოთხის დოკუმენტი“
გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი „პანამის დოკუმენტების“ სახელით ცნობილი მასალების გამოქვეყნებიდან წელიწად-ნახევრის თავზე „სამოთხის დოკუმენტებს“ აქვეყნებს. ოფშორულ ზონებში წასული მილიონები, აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის კავშირები რუსეთთან, ინგლისის დედოფლისა და, საერთო ანგარიშით, მსოფლიოს 120-ზე მეტი პოლიტიკოსის ოფშორული ინტერესები - მილიონობით გაშიფრული დოკუმენტი ცხადყოფს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ოფშორული ფინანსური სისტემა, პოლიტიკური თამაშები, კერძო კაპიტალი და გიგანტი კომპანიები. „სამოთხის დოკუმენტების“პირველი სტატია 5 ნოემბრის ღამეს გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, 6 ან 7 ნოემბერს გამოქვეყნდება დოკუმენტები აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებისა და ოფშორულ ზონებთან მათი კავშირის შესახებ. რაც შეეხება საქართველოსა და სომხეთს, როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამბობენ, დოკუმენტების დამუშავება შედარებით მეტ დროს მოითხოვს და გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2026ინტერვიუ კევინ ჰამილტონთან
-
მაისი 09, 2026შვილი: ნინო ზაუტაშვილი
-
აპრილი 24, 2026ჩერნობილის ქართველი ლიკვიდატორები
-
აპრილი 17, 2026როლანდ შალამბერიძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აპრილი 01, 2026ამინი - ილია II-ის ინგუში შვილობილი
-
მარტი 24, 2026პატრიარქი უკანასკნელ გზაზე