როგორ დაედევნენ ტეხასელები შეიარაღებულ თავდამსხმელს
ჯონი ლანგენდორფი ამბობს, რომ ინსტინქტურად მოქმედებდა, როცა გაეკიდა შეიარაღებულ პირს, რომელიც ტეხასის პატარა ქალაქ საზერლენდ სპრინგსის ეკლესიიდან გარბოდა და ხალხს ესროდა. როგორც ლანგენდორფმა უთხრა ტელეკომპანია KSAT-ს, 5 ნოემბერს მან მანქანით ზუსტად იმ დროს ჩაუარა ეკლესიას, როცა ტეხასის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმის შემდეგ იქიდან თავდამსხმელი გამოდიოდა. თვითმხილველთა თქმით, შეიარაღებული პირი ავტომატური იარაღის სროლით შევარდა ბაპტისტურ ეკლესიაში. ლანგენდორფი და კიდევ რამდენიმე ადამიანი მანქანებით გაეკიდნენ თავდამსხმელს, რომელმაც ბოლოს საჭე ვეღარ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა. (KSAT/AP)
ეპიზოდები
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"
-
ივნისი 16, 2026ინტერვიუ ანდრეი ვოლნასთან
-
მაისი 28, 2026„ჩემი შვილი იყოს ბოლო“
-
მაისი 27, 2026ანტი-დრონების პოლიცია კრამატორსკში
-
მაისი 26, 2026დამოუკიდებლობის დღე - მაშინ აქედან ვიყვირებთ