Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაულ ხაჯიმბა: „თქვენო აღმატებულებავ“ აღიარებას არ ნიშნავს


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თქმით, ის გარემოება, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მისთვის გაგზავნილ წერილში გამოიყენა მიმართვა „თქვენო აღმატებულებავ“ და მას „აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი“ უწოდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. რადიო თავისუფლების სოხუმელი კორესპონდენტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ხაჯიმბა-ასადის მიმოწერა სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დასაწყისად მივიჩნიოთ, სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა განაცხადა, რომ აღიარების პროცესი რთული და ხანგრძლივია. „სირიის გარდა ჩვენ ბევრ სხვა სახელმწიფოსთან ვავითარებთ ურთიერთობას. ზოგთან ეს ურთიერთკავშირი წარმატებით ხორციელდება, ზოგთან - უფრო მძიმედ. სირიაზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი დიასპორა ცხოვრობს“, დასძინა ხაჯიმბამ. სექტემბერში ხაჯიმბამ 52-ე დაბადების დღე მიულოცა ასადს, რასაც სირიის პრეზიდენტმა სამადლობელი წერილით უპასუხა. ამ წერილში, როგორც ხაჯიმბას პრესსამსახური იუწყება, ასადი მადლობას უხდის სოხუმის ლიდერს კეთილი სურვილებისთვის და ადრესატს მოიხსენიებს სიტყვებით: „მის აღმატებულებას, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს“.

XS
SM
MD
LG