Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი და პუტინი: სირიაზე შეთანხმება ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 11 ნოემბერს გამაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სირიის შესახებ მიღწეული შეთანხმება ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, პუტინმა კი შეთანხმებას "გამორჩეულად მნიშვნელოვანი" უწოდა. ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ ვიეტნამში, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტზე. "შეთანხმება ძალიან სწრაფად შევძელითო", უთხრა თვითმფრინავში მყოფმა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, ის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენსო. შეთანხმების შესახებ კრემლმა გამოაცხადა, თავის ვებსაიტზე ერთობლივი განცხადების გამოქვეყნებით. აპეკის სამიტის ბოლოს პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთობლივი განცხადება "გამორჩეულად მნიშვნელოვანია" და ადასტურებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებსო. ერთობლივი განცხადების თანახმად, აპეკის სამიტის კულუარებში ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ სირიის კონფლიქტს პოლიტიკური გადაწყვეტა სჭირდება და ისინი გააგრძელებენ ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ძალისხმევას. რუსეთი და აშშ მიიჩნევენ, რომ სირიის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ვკითხულობთ ტექსტში.

XS
SM
MD
LG