Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცენტრში იმართება მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქცია


უკრაინაში რეფორმების გატარების მოთხოვნით აქცია გამართა ასობით მოქალაქემ, რომელიც მხარს უჭერს ახალი ძალების მოძრაობას - პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ხალხი მიხაილოვსკაიას მოედანზე შეგროვდა და აპირებს მსვლელობა გამართოს კარვების ბანაკისკენ, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებმა 17 ოქტომბერს აღმართეს პარლამენტის წინ. მაშინ დემონსტრანტები მოითხოვდნენ საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, შესწორებებს საარჩევნო კანონში და კანონმდებლობას პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. 19 ოქტომბერს დემონსტრანტებმა მცირე გამარჯვება იზეიმეს, როცა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა კანონპროექტი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. 20 ოქტომბერს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა დაპირებით, რომ წლის ბოლომდე გაიტანს ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნისთვის საჭირო კანონმდებლობას. საპროტესტო აქციები თავდაპირველად ერთ დროს პოროშენკოს მოკავშირემ, სააკაშვილმა მოიწვია, თუმცა მალე მათ უკრაინის ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი შეუერთდა.

XS
SM
MD
LG