Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების განცხადება


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბ-ბინა პრაღაში
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბ-ბინა პრაღაში

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისათვის ცნობილია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება უცხოეთიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ აღნიშვნის შესახებ.

ჩვენ არ ვაპირებთ ვარაუდების გამოთქმას იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მომდევნო ნაბიჯები, რომელთაც რუსეთი გადადგამს დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, ან როგორ შეიძლება ისინი შეგვეხოს ჩვენ.

გამართლებული არ არის დღევანდელი კენჭისყრის განხილვა „საპასუხო“ ზომად მოთხოვნებზე, რომელთაც შეერთებულ შტატებში უყენებენ რუსეთის მიერ დაფინანსებულ ზოგ მედიასაშუალებას. "რაშა ტუდეი" (RT) და „სპუტნიკი“ თავისუფლად მაუწყებლობენ აშშ-ში მაშინ, როცა რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ დაკარგა თავისი პარტნიორი მაუწყებლები ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად და არ მოეპოვება წვდომა საკაბელო მაუწყებლობაზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ჟურნალისტები რუსეთში განიცდიან შევიწროებას, მათ ფიზიკურად უსწორდებიან მაშინ, როცა RT კორესპონდენტები არ დგანან ასეთი საფრთხის წინაშე შეერთებულ შტატებში.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ამოცანაა ზუსტი და ობიექტური ჟურნალისტური ნამუშევრის მიწოდება რუსულენოვანი აუდიტორიისათვის მთელ მსოფლიოში, რუსეთის ჩათვლით. გვსურს, გავაგრძელოთ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა.

XS
SM
MD
LG