Accessibility links

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო რადიო თავისუფლებას აფრთხილებს, რომ შესაძლოა შეუზღუდოს საქმიანობა


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურსა და ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიმართა გაფრთხილებით, რომ შესაძლოა შეუზღუდოს საქმიანობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელითაც დაშვებულია უცხოეთის მედიასაშუალებების „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადება. რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 15 ნოემბერს მესამე მოსმენით, ერთხმად მიიღეს კანონპროექტი. იუსტიციის სამინისტროს არ დაუზუსტებია, რა ზომების მიღებაა მოსალოდნელი სახელმწიფო დუმას გადაწყვეტილების შემდეგ. დეპუტატები ირწმუნებოდნენ, რომ ახალი კანონმდებლობა ხელს არ შეუშლის რუსეთში უცხოეთის მედიასაშუალებების მუშაობას. 15 ნოემბერს კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებამდე, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა კანონპროექტს უწოდა „სიმეტრიული პასუხი“ ზეწოლაზე, რომელსაც, მისი თქმით, აშშ ახორციელებს რუს ჟურნალისტებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სათათბიროს მიერ გადადგმული ნაბიჯი არ შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ის მოქმედების შესაბამის საპასუხო ზომად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG