Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საად ჰარირი პარიზში ჩავიდა ემანუელ მაკრონთან შესახვედრად


ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი პარიზში ჩავიდა, რათა ლიბანის პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართოს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. პარასკევს მაკრონმა განაცხადა, რომ ჰარირის პარიზში უმასპინძლებს, როგორ ლიბანის პრემიერ-მინისტრს და იმედი აქვს, რომ იგი უახლოეს დღეებში დაბრუნდება ბეირუთში. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, საად ჰარირიმ, ორი კვირის წინ საუდის არაბეთიდან გამოაცხადა გადადგომის შესახებ და ამის მიზეზად დაასახელა ჰეზბოლას გასამხედროებული ფრთის მზარდი ძალაუფლება. ჰარირის თქმით, მისი გადადგომის მიზანი იყო ლიბანში "პოზიტიური შოკის გამოწვევა". ის გამოვიდა გაფრთხილებით ქვეყანაში ირანის ჩარევის შესახებ, რაც, მისი თქმით, სხვა არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას იწვევს.

XS
SM
MD
LG