Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მალკოლმ იანგი, ჯგუფ AC/DC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი


შაბათს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი მალკოლმ იანგი, ავსტრალიურ როკ-ჯგუფ AC/DC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი. ამის თაობაზე ინფორმაცია როკერების ოფიციალური ფეისბუკის საშუალებით გავრცელდა. „მალკოლმი მრავალი წლის განმავლობაში ავადმყოფობდა დემენციით და მშვიდად გარდაიცვალა, ოჯახის ახლობლების გარემოცვაში“, - იუწყება AC/DC-ს საიტი. ავსტრალიური როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბდა 1973 წელს ძმებ, მალკოლმ და ანგუს იანგების მიერ, რომლებიც რჩებოდნენ ჯგუფის მუდმივ წევრებად 2014 წელს მალკოლმის წასვლამდე. ანგუს იანგის მიერ ძმის გარდაცვალების თაობაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მალკოლმ იანგის დატოვებული მემკვიდრეობა „მარადიულად იცოცხლებს“.

XS
SM
MD
LG