Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს ქალაქ ლუგანსკის ცენტრი, სეპარატისტებს შორის კონფლიქტის ფონზე


2017 წლის 21 ნოემბერი: შეიარაღებული პირი ლუგანსკის ცენტრში
2017 წლის 21 ნოემბერი: შეიარაღებული პირი ლუგანსკის ცენტრში

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს ქალაქის ცენტრი. მათ დაბლოკილი აქვთ თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ადმინისტრაციული შენობები. ცნობების თანახმად, შექმნილი ვითარება უკავშირდება სეპარატისტების ლიდერ იგორ პლოტნიცკისა და სეპარატისტების შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კორნეტს შორის დაპირისპირებას. 20 ნოემბერს პლოტნიცკიმ გადააყენა კორნეტი „მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით“. მაგრამ კორნეტმა უარი თქვა გადადგომაზე და სამშაბათს „ჭორი“ უწოდა ცნობას მისი გადაყენების შესახებ. მისივე თქმით, ლუგანსკში შეიარაღებულ პირთა ყოფნა უკავშირდება უკრაინის „დივერსიული ჯგუფის“ დაკავებასა და დაპატიმრებებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ადმინისტრაციაში, რაც პლოტნიცკის განკარგულებით ხდება. მაგრამ პლოტნიცკი უარყოფს ამ ცნობას და კორნეტს ადანაშაულებს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში. აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილს აკონტროლებენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები, რომლებიც 2014 წლის აპრილიდან იბრძვიან უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაღუპული.

XS
SM
MD
LG