Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკში შეიარაღებულმა პირებმა შტურმით აიღეს სეპარატისტების პროკურატურის შენობა


2017 წლის 22 ნოემბერი, ნიღბიანი შეიარაღებული პირები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში
2017 წლის 22 ნოემბერი, ნიღბიანი შეიარაღებული პირები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში

აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლუგანსკში, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, შეიარაღებულმა პირებმა შტურმით აიღეს თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის პროკურატურის შენობა. ნიღბიანი შეიარაღებული პირები წინა დღეს გამოჩნდნენ ქალაქის ცენტრში და დაბლოკეს რამდენიმე შენობა, მათ შორის პროკურატურა. რუსეთის დამოუკიდებელ გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, დაკავებულ იქნენ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ვიტალი პოდობრი და სამხედრო პროკურორი სერგეი რაზნო. ცნობების თანახმად, ოპერაციაში მონაწილეობდნენ ლუგანსკელი სეპარატისტების შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და დონეცკელი სეპარატისტების სპეცშენაერთი. ლუგანსკში დაძაბულობის მიზეზად მიჩნეულია სეპარატისტების ლიდერს, იგორ პლოტნიცკისა და პოლიციის უფროსს, იგორ კორნეტს შორის დაპირისპირება. ამ კვირაში პლოტნიცკიმ თანამდებობიდან მოხსნა კორნეტი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა გადადგომაზე. რუსეთის მედიაჰოლდინგი ერბეკა კრემლის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვი მხარს უჭერს კორნეტს. იგორ პლოტნიცკი „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობაზე საუბრობს და „დანაშაულად“ მიიჩნევს კორნეტის მოქმედებას.

XS
SM
MD
LG