Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ქართული ოცნება” დღეს განიხილავს სახალხო დამცველის კანდიდატის საკითხს


სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის საკითხზე, ”ქართული ოცნების” ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.

XS
SM
MD
LG