Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება


Georgia -- Hotel "Logrand". Batumi, 25Nov2017
Georgia -- Hotel "Logrand". Batumi, 25Nov2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელლა ფეისბუკით პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG